რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმე ეხება თაღლითურად დაუფლებულ 9 365 801 ლარს.
გაბუნიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, 180-2 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-2 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
