logo
ENG



მექსიკაში, მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

02 ნოე 202512:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/02/mwfb1lkm46lzfk3.jpg

მექსიკაში, ქალაქ ერმოსილიოს ცენტრში მდებარე მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

შტატის გენერალური პროკურორის, გუსტავო სალასის თქმით, გარდაცვალების უმეტესი მიზეზი, სავარაუდოდ, მომწამვლავი აირების შესუნთქვა გახდა.

ხანძრის მიზეზი, რომელიც ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას ასახელებს.


close დახურვა