logo
ENG



აზა ჩილაჩავამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

03 ნოე 202521:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/03/a8a4itm0oorn3ta.png

71 წლის აზა ჩილაჩავამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მას განმეორებიტ დაკავების არ ეშინია და კიდევ გავა რუსთაველის გამზირზე.

აზა ჩილაჩავამ დაამატა, რომ აღარ აგრძელებს შიმშილობას.

"ხელისუფლებას იმას ვეტყვი, რომ მათ კანონს არ ვემორჩილები. მე რუსეთი არ მინდა, რუსებმა ოკუპირება გაგვიკეთეს, გენოციდი მოგვიწყვეს. რუსეთს არ ვეთანხმები რომ იყოს აქ და იბობოქროს. მე ვიბრძვი. ხვალაც გამოვალ - ხვალ იქ [რუსთაველზე] დავდგები.

[სისხლის სამართლის აღძვრის] არ მეშინია. მე ჩემსას მაინც გავაკეთებ. ისინი უსამართლობას უნდა ებრძოლონ, ბებოს კი არა. უკანონობას რომ სჩადიან, თვითონ ირგებენ კანონებს...

ვიცი, ხვალ რომ გავალ, სისხლით ვიქნები გასამართლებული. წავალ დავჯდები [ციხეში]. მერე სხვაც გამოჩნდება...

არ მინდა რუსეთი. რუსეთის წინააღმდეგი ვარ. რუსეთი ოკუპანტია - გაგრაში გენოციდი მოგვიწყო. ვეწინააღმდეგები ამ რუსულ კანონებს. "ოცნებას" ეშინია ამ პროტესტის - რადგანაც ადამიანებს იჭერენ, ეშინიათ.

ამჟამად შიმშილობას აღარ ვაგრძელებ", - თქვა მან.

ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა "ოცნების" პოლიცამ რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავა.


close დახურვა