logo
ENG



ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანი დეპორტირდა

04 ნოე 202522:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/04/e45gwlkz7s0eckt.png

ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანი დეპორტირდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ირლანდიის პოლიციაში ადასტურებენ.

ცნობილია, რომ დეპორტირებულებს შორის 35 კაცი, 10 ქალი და 7 ბავშვია.

"გაძევებული ბავშვები ყველა საოჯახო ჯგუფის წევრები არიან. ყველა პირი ჩარტერული რეისით გაიყვანეს, რომელიც დუბლინის აეროპორტიდან გუშინ საღამოს, 2025 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მიმართულებით გაფრინდა", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.


close დახურვა