logo
ENG



ბოსნია-ჰერცეგოვინაში პენსიონერთა სახლში გაჩენილ ხანძარს 10 ბენეფიციარი ემსხვერპლა

05 ნოე 202510:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/05/vwtpl23r9hvcfv4.png

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პენსიონერთა სახლში გაჩენილ ხანძარს, წინასწარი ინფორმაციით, 10 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულები პანსიონატის ბენეფიციარები არიან. სამედიცინო ცენტრში დაახლოებით 20 პირია მოთავსებული, მათ შორის - პანსიონატის მცხოვრებლები, თანამშრომლები, მაშველები და სამედიცინო პერსონალი.

„შედგება შესაბამისი ექსპერტიზა, როგორც კი ამისთვის საჭირო პირობები შეიქმნება - ხანძრის მიზეზებისა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად,“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ხანძარი, წინასწარი ცნობით, შენობის ზედა სართულზე, საღამოს საათებში გაჩნდა.


close დახურვა