logo
ENG



შსს: შშმ პირზე მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

06 ნოე 202510:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/06/blgtez88x5p8o94.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა, ასევე რამდენჯერმე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი.

"დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა