შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, იძულებისა და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა პირმა მეგობარ ქალს - 1992 წელს დაბადებულ თ.წ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ", ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.
