კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა და ჯამში 170 შეადგინა.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
ამჟამად, კორონავირუსისგან ანკურნებულად მიიჩნევა 36, გარდაცვლილია 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.