გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ მას ბათუმში მიაკვლია.
12 წლის მოზარდი უვნებელია.
არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
გორში 12 წლის გოგოს ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.