logo
ENG



12 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმე: ძებნა უამინდობის გამო დროებით შეჩერდა

11 აგვ 202615:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/11/8vra3nq0mfmo9ol.jpg

ლომისობის დღესასწაულზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, ადგილზე სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია, თუმცა პროცესი უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო დროებით შეჩერდა.

როგორც დაკარგული მოზარდის დედა აღნიშნავს, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობის გაგრძელებას ხვალიდან გეგმავს, თუკი ამის საშუალებას ამინდის პირობები მისცემთ.

„ამჟამად საგამოძიებო სამუშაოები შეჩერებულია იმიტომ, რომ წვიმა დაიწყო. ისე არ შეჩერებულა... ახლა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც გამოდიან, რადგან იქ უფრო ძლიერი წვიმაა. ჯერჯერობით ახალ გარემოებებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი ადგილი დათვალიერდა, ხვალ უფრო ბევრს დაათვალიერებენ, თუ, რა თქმა უნდა, წვიმა არ დაიწყება“, — აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურამ დადიანი 12 წლის წინ, ლომისობის სახალხო დღესასწაულზე გაუჩინარდა. საქმეზე საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.


close დახურვა