logo
ENG



12 დეკემბერს აქციაზე დაკავებულებს გირაოს სახით ფულადი თანხა შეეფერდათ

18 დეკ 201921:56
3 წუთის საკითხავი
 
2l0wuuz0fj9q1od.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ 12 დეკემბერს დაკავებულ 6 პირს გირაოს სახით ფულადი თანხა დაეკისრათ.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით მოსამართლემ სრულიად იუმორისტული გადაწყვეტილება გამოიტანა.

„გვედავებოდნენ ორი მუხლით: 166-ე, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 173-ე მუხლი კი წინააღმდეგობის გაწევას. 166-ე მუხლით უდანაშაულოდ მცნეს და მოსამართლემ თქვა, რომ არც საზოგადოებრივი წესრიგი და არც კანონი არ დამირღვევია, მაგრამ დამნაშავედ მცნო 173-ე მუხლის მიხედვით დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში. თუ არ ყოფილა კანონდარღვევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მაშინ ნებისმიერი დაკავების მცდელობა იყო უკანონო. თუმცა მურუსიძის და ბიძინას ლოგიკა სრულიად სხვაა,“ - წერს კუპრაძე სოცქსელში

მისივე ინფორმაციით, მოსამართლე ფილიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„ირაკლი კუპრაძე - 1500 ლარი
გიორგი ბუნტური - 2500 ლარი
ნოდარ ბრეგვაძე - სიტყვიერი შენიშვნა
ზურაბ კოსტავა - 1500 ლარი
ირაკლი ჯუღელი - 1500 ლარი
გიორგი ვაშაძე - 2000 ლარი

გავასაჩივრებთ! მაინც ამოვთხრით!“ - წერს კუპრაძე „ფეისბუკზე“.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ერთმანეთს სამართალდამცველები და აქტივისტები დაუპირისპირდებენ. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს.

ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი კუპრაძე. 


close დახურვა