logo
ENG



12 ინფიცირებული ბოლო 24 საათში - საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა

05 აპრ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
acthnfihaak1rpm.jpg

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა და ჯამში 170 შეადგინა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

ამჟამად, კორონავირუსისგან ანკურნებულად მიიჩნევა 36, გარდაცვლილია 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.


close დახურვა