2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ან ვინ დაიწყო ომი 2008 წელს? - ქართულ რეალობაში ეს კითხვები ისევ რჩება პოლიტიკური გემოვნების ლაკმუსად.
მითები აგვისტოს ომზე, რომლებზეც რუსეთის პროპაგანდამ იმუშავა, საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა და უფრო მეტიც, მათი ტირაჟირებით თავადაც დაკავდა.
ერთ-ერთი მითი ქართულ ჯარს ეხება. მისი მიმდევრები 5-დღიან ომს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლეს უწოდებენ. ფაქტია, რომ 2008 წლის კავკასიური ბლიცკრიგის შემდეგ რუსეთმა არმიის ფუნდამენტური რეფორმირება და მოდერნიზაცია დაიწყო.
კიდევ ერთი მითი იმათთვისაა გამორჩეული, ვინც საკუთარი ქვეყნის ბედს დიდი ძმის ჩრდილში აღიქვამს. კითხვა - სად იყო ამერიკა? - ბევრჯერ მოგვისმენია.
დეტალები ნახეთ "დროებაში".