logo
ENG



12 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად - ესპანეთის ჩემპიონატში ქართველმა ითამაშა

13 ივლ 202001:39
3 წუთის საკითხავი
 

12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აღზრდილმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც “ლევანტეს” სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, მთავარ შემადგენლობასთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ივარჯიშა, დღეს კი უკვე ის ლა ლიგაში მოედანზეც ვიხილეთ.

20 წლის ნახევარმცველი ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართულ მატჩში თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ, როდესაც “ლევანტე” 1:2-ს აგებდა. გიორგიმ მოედანზე 4 წუთი გაატარა.

ბოლოს, პრიმერაში შოთა არველაძემ ითამაშა, მანაც “ლევანტეს” მაისურით და თანაც “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ


close დახურვა