გადაცემა მთელი ოჯახისთვის 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტელეეთერს უბრუნდება. „დროება“, რომელმაც თავის დროზე სატელევიზიო სივრცეში ეპოქა შექმნა, ყოველ კვირას, 8 საათზე, "ფორმულას" ეთერში გავა. საინტერესო თემებს და განსხვავებული რაკურსით დანახულ მოვლენებს მაყურებელს ცნობილი სატელევიზიო სახეები და დებიუტანტები შესთავაზებენ.
გადაცემის ავტორი და უცვლელი წამყვანი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ განახლებული ეთერი მისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა.
კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები გადაცემასაც შეუქმნა, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანაში შესაბამისი აპარატურის ჩამოტანა ვერ მოხერხდა და ჟურნალისტებს გადაადგილების და რესპოდენტებთან ურთიერთობის შეზღუდვებიც ეხებათ. გლობალური გამოწვევის ფონზე „დროება“ მუშაობას საგაანგებო ვითარებაში იწყებს.