ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
