logo
ENG



მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები

11 ნოე 202513:10
3 წუთის საკითხავი
 

"ოცნების" პროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან კუპატაშვილისა და კიდევ 4 ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების განცხადებით, მათ მიმართ დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოტენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე დაიწყო.

ირკვევა, რომ საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის ფაქტს.


close დახურვა