logo
ENG



აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი თავისუფალია

14 ნოე 202510:53
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/14/cn1v6fobtlfmu3x.png

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

მას პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავებოდა.

მეფარიშვილსა და ამავე საქმეზე დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება იანვარში გაუფორმდათ. ამის საფუძველზე, მათ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვალათ.

 

close დახურვა