logo
ENG



აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი თავისუფალია

14 ნოე 202511:47
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: კადრი პუბლიკის ლაივიდან

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

მას პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავებოდა.
მას და და ამავე საქმეზე დაკავებულ საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება იანვარში გაუფორმდათ. ამის
საფუძველზე, მათ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.

დღეს საპატიმრო დატოვე საბა მეფარიშვილმაც.

close დახურვა