logo
ENG



უამინდობის გამო ქუთაისში Wizz Air-ის ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი თბილისში დაჯდა

16 ნოე 202511:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/16/236b9dttmjtsgtl.jpg

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო Wizz Air-ის ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

როგორც რადარზე ჩანს, დორტმუნდის, მემინგენისა და პოზნანის თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში დაჯდა, ლარნაკისა და ბერლინის რეისები კი გაუქმდა.

მგზავრების თანახმად, ავიაკომპანიამ მათ თანხის დაბრუნება ან ბილეთის შემდეგ რეისზე გადაცვლა შესთავაზა.

ამ დროისთვის ქუთაისში ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.


close დახურვა