იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კიუშუსკუნძულზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვულკანი საკურაჯიმა კუნძულ კიუშუს სამხრეთ ნაწილში ამოიფრქვა. მოგვიანებით კი კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა თითქმის 13-თვიანი პაუზის შემდეგ, როდესაც ამოფრქვევის სიმაღლემ 4 კილომეტრს გადააჭარბა.
ვულკანის აქტივობის გამო კაგოშიმას აეროპორტში დაახლოებით 30 ფრენა გაუქმდა.
საკურაჯიმა იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება და მასთან დაკავშირებული ამონაფრქვევები სხვადასხვა ინტენსივობით ხშირად ხდება.
