აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“.
ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრი ვადა მქონია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად მიდის, ტენდენციაა, რომ ვადები გახანგრძლივდეს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ხუთშაბათი შესაბამისი დროა“, – თქვა ტრამპმა.
მან საკითხზე, რომ უკრაინამ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებულ პუნქტებზე შესაძლოა შეშფოთება გამოთქვას, განაცხადა, რომ „ისინი ისედაც კარგავენ ტერიტორიებს“.
„მათ [უკრაინამ და რუსეთმა] ბოლო თვეში 25 000 ადამიანი დაკარგეს. ეს უკონტროლოა. ეს არის სისხლისღვრა“, – დაამატა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის უკან ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
