logo
ENG



კუბილიუსი: დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი გეგმა

04 დეკ 202520:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/04/8eum7n9uecioxqj.png

ევროკავშირი აღარ უნდა ელოდოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებებს და თავად უნდა ჩამოაყალიბოს უკრაინის ომის დასრულების საკუთარი გეგმა, - განაცხადა ევროკომისიის თავდაცვის კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა POLITICO-სთან ინტერვიუში.

კუბილიუსის თქმით, ევროკავშირს სჭირდება „გეოპოლიტიკურ პროცესებში დამოუკიდებლობა ან მინიმუმ სიმტკიცე,“ რაც მოიცავს იმასაც, რომ ბრიუსელმა შეიმუშაოს საკუთარი ხედვა, „როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის მიღწევა და ეს გეგმები ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილოს“.

„ყოველ ექვს თვეში ახალ გეგმებს ვიღებთ, და გარკვეულწილად გვიწევს იმის ლოდინი, თუ რა შემოვა ვაშინგტონიდან. გეგმები ბრიუსელიდან ან ბერლინიდანაც უნდა მოდიოდეს,“ - აცხადებს კუბილიუსი.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ევროპამ თავისი სამშვიდობო სტრატეგია გამოამუშაოს, რათა გადაწყვეტილების ფორმირებაში სრულფასოვანი ადგილი დაიკავოს.

„საჭიროა ორი გეგმის განხილვის შესაძლებლობა: ერთი - ევროპული და მეორე -  ჩვენი ამერიკელი მეგობრებს მიერ მომზადებული,“ - ამბობს კუბილიუსი. მისივე განმარტებით, მიზანი იქნება „ამ ორი ხედვის სინერგიის პოვნა და საუკეთესო შედეგის მიღწევა“.


close დახურვა