logo
ENG



სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

05 დეკ 202511:53
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/05/offojmi7laknpss.jpeg

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა.

სააგენტოს ინსპექტორებმა, შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი (ს/ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17) შეამოწმეს, რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას და რეალიზაციას (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა.

"ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე1501. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად აღმოფხვრას შეუსაბამობები"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა