ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს სასამართლომ ოჯახში ძალადობის ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა. მოსამართლემ მას 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კურტანიძე ივლისიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რაც ნიშნავს, რომ მას კიდევ ორი თვე ექნება მოსახდელი.
საქმე 27 ივლისის ინციდენტს უკავშირდება, როდესაც კურტანიძემ ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძეზე ფიზიკურად იძალადა, მიუხედავად მოქმედი დამცავი ორდერისა, რომელიც მას მიახლოებასა და კომუნიკაციას უკრძალავდა.
