თავის დროზე BBC-ი მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ე.წ. დიფ სთეითს, სინამდვილეში ეს არის ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, მათ საკვანძო როლი აქვთ შესრულებული ევროპის დაღმასვლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
