logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა არ განიხილავს თავისი ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის დათმობას

09 დეკ 202500:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/09/ed8bwykr9z6zzkd.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ განიხილავს თავისი ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის დათმობას, რადგან ამის უფლებას არც ეროვნული კანონმდებლობა, არც საერთაშორისო სამართალი და არც მორალური პრინციპები არ აძლევს.

„განვიხილავთ თუ არა ჩვენ რომელიმე ტერიტორიის დათმობას? ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება კანონით – უკრაინის კანონმდებლობით, ჩვენი კონსტიტუციით, ან საერთაშორისო სამართლით, სიმართლე გითხრათ. არც მორალური უფლება გვაქვს.

უდავოდ, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ ტერიტორია დავთმოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს რაიმეს დათმობა. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით – ეს კარგად იცით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ დაამატა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად კონფლიქტის მოსაგვარებლად კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ეძებს.


close დახურვა