logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტ ჯორჯია მელონის შეხვდა

10 დეკ 202500:46
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/09/hkkadxmu01ckxis.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შესახებ განაცხადა აღნიშნა, რომ მათი მოლაპარაკებები ომის დასრულების პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების საკითხებზე იყო ფოკუსირებული.

ზელენსკიმ თქვა, რომ მას და მელონის ჰქონდათ „ძალიან შინაარსიანი“ დისკუსია დიპლომატიური სიტუაციის ყველა ასპექტზე.

„მე მას მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფის მუშაობის შესახებ და ვათანხმებთ ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევას. ჩვენ ვეყრდნობით იტალიის მუდმივ მხარდაჭერას – ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მადლობა გადაუხადა მელონის იტალიის ენერგეტიკული დახმარების პაკეტისთვის.

ცნობისთვის, ზელენსკის ვიზიტი იტალიაში ევროპაში მისი დიპლომატიური ტურის ბოლო ეტაპია.

წინა დღეს ის ლონდონში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრა ასევე მოიცავდა ონლაინ ზარს „მზაობის კოალიციის“ ლიდერების ფართო ჯგუფთან.


close დახურვა