logo
ENG



საია-მ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

11 დეკ 202513:20
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრად იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თანახმად, სასამართლომ ყველა არსებით საკითხთან დაკავშირებით მომჩივნების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ დაადგინა, რომ 26 მომჩივნის მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. სახელმწიფოს მათთვის 646 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

მასალა განახლდება

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.


close დახურვა