დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.
კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა-გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
