logo
ENG



მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ თანასკოლელი დანით დაჭრა

12 დეკ 202518:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/12/5fr41hfia60iue1.jpeg

მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანასკოლელი დანით თავის არეში დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ცნობილია, რომ დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა