აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში სტივ უიტკოფი ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
BBC-ის ცნობით, უიტკოფის შეხვედრა გაიმართება ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის ომის დასრულების შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე.
უიტკოფი, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის თეთრი სახლის შუამავლობის მდელობებს ხელმძღვანელობს, ბერლინში სამშვიდობო შეთანხმების უახლეს ვერსიას განიხილავს.
BBC წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, შეთანხმება შობამდე შედგეს.
ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომელი ლიდერები დაესწრებიან ბერლინის მოლაპარაკებებს.
Wall Street Journal-მა, რომელმაც შეხვედრის დეტალები პირველმა გაავრცელა, წერს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
