logo
ENG



აშშ-ის მიერ კალიუმზე სანქციების მოხსნის შემდეგ ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა

13 დეკ 202518:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/13/67jhz3yel68ojz2.jpg

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციები მოხსნა.

ცნობილია, რომ გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არის ოპოზიციონერი აქტივისტი მარია კოლესნიკოვა და ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკიც.

ცნობილია, რომ აღნიშნული პირების გათავისუფლება მინსკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან ბელარუსის საკითხებში, ჯონ ქოულთან მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

"ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი სანქცია მოიხსნება", - განაცხადა ქოულმა.


close დახურვა