logo
ENG



შაბათის ფორმულა: 2021 წლის ბრძანებაში გამქრალია ჩანაწერი ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის პარალელურ გამოყენების აკრძალვაზე

13 დეკ 202522:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/13/wj5p5d74857vzeg.png

„შაბათის ფორმულამ“ მოიპოვა 2021 წელს ვახტანგ გომელაურის ხელმოწერილი ბრძანებები, საიდანაც გამქრალია 2015 წლის შემდეგი ჩანაწერი აქციებზე წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერდთდროულად გამოყენების აკრძალვის შესახებ.

კერძოდ, ჩანაწერში აღნიშნულია, რომ „სამალთალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ეკრძალება: შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება“.

უნდა აღნიშნოს, არსად დევს დოკუმენტი, რომ წყალთან რაიმე ნივთიერების შერევა ნებადართულია. ნომერ 1002 ბრძანებაში, რომელიც განაახლეს, არ წერია, რომ წყლის ჭავლში რაიმეს გარევა არის ნებადართული.

მიუხედავად ამისა, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ 2021 წლის ბრძანების მიხედვით, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად და პარალელურად გამოყენება შეიძლება.

მისი მტკიცებით, წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების "ერთდროულად" გამოყენებაში იგულისხმება "შერევა".


close დახურვა