გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროს 19 დეკემბერს დატოვებს.
"ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვებს" - წერია მის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
