თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან "ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ."
ტრამპი ამბობს, რომ მან ევროპელ ლიდერებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა.
„ერთი საათის წინ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით...ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამას დიდი ხანია ვამბობთ...
ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ევროპელი ლიდერებისგან, მათაც სურთ ამის დასრულება...
ამ მომენტისთვის, რუსეთს სურს ამ ომის დასრულება. პრობლემა ის არის, რომ ყველას სურს ამის დასრულება და მერე უცებ თავს იკავებენ.
ჩვენ უნდა დავაყენოთ ისინი ერთ პოზიციაზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს გამოდის... ძალიან კარგი საუბარი იყო", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
