logo
ENG



EU რუსულ აქტივებზე ვერ შეთანხმდა, უკრაინას 90 მლრდ-ის სესხს თავად მისცემენ

19 დეკ 202510:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/19/879cmrgvftgd79h.png

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით 90 მილიარდ ევროს გადასცემს.

ევროკავშირის ლიდერები ამ შეთანხმებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე საერთო პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ.

ლიდერების თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებს მოუწოდა, გამოეყენებინათ 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივები, მაგრამ ბელგიამ, სადაც ნაღდი ფულის დიდი ნაწილი ინახება, მოითხოვა გარანტიები პასუხისმგებლობის გაზიარებაზე, რაც სხვა ქვეყნებისთვის "ძალიან ბევრი აღმოჩნდა".


close დახურვა