logo
ENG



ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

19 დეკ 202516:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/19/n8ctxwze3739nqh.png

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების საქმეებზე ბრალდებული ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა, დააკავეს.

ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა. საქმის პროკურორის თქმით, პაიკიძე ესპანეთში დააკავეს.

ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. 

პროკურატურამ მას და კიდევ 5 პირს ბრალი 25 სექტემბერს წარუდგინა. 

პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.

ბიჭიკო პაიკიძეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9-წლამდე. 


close დახურვა