გუშინ ღამით მოსკოვში აფეთქება მოხდა, რამაც 2 პოლიციელი იმსხვერპლა.
შემთხვევა მოხდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც 22 დეკემბერს გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი მანქანაში ააფეთქეს.
პროპაგანდისტული TASS რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში პოლიციის ორმა თანამშრომელმა ღამით პოლიციის მანქანასთან საეჭვო პირი შენიშნა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კი მაშინ ამოქმედდა, როცა ისინი მის დასაკავებლად მივიდნენ.
მომხდარის შედეგად გარდაიცვალა აღნიშნული პიროვნებაც.
