logo
ENG



კობახიძე აშშ-ისგან თავდაცვის სამინისტროსთვის $10 431 459-ის გრანტის გადმოცემას დაეთანხმა

24 დეკ 202516:46
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/24/97w5mb5s3u52kdb.jpeg

"ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დაეთანხმა აშშ-ის მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის $10 431 459 ღირებულების გრანტის გადმოცემას.

კერძოდ, "ოცნების" თავდაცვის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება მიიღოს აღნიშნული თანხის ღირებულების კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა სახის საქონელი.

"საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-B-WBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10,431,459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება", - წერია კობახიძის მიერ 22 დეკემბერს ხელმოწერილ განკარგულებაში.


close დახურვა