logo
ENG



სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

24 დეკ 202520:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/24/emlvy3f1gc7p7tm.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეტალურად შეისწავლის ვითარებას და ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

სასურსათო ფასების საკითხის შესწავლისკენ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა „მართლაც დიდია“ და ამას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც, მისივე თქმით, საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.


close დახურვა