კრემლში აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის საუბარი უახლოეს მომავალში შედგება.
კერძოდ, ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.
„ზარი ტრამპთან უახლოეს მომავალში განხორციელდება“, — განაცხადა მან.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი პუტინს დაურეკავდა.
