თბილისის მერიის ცნობით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეტროპოლიტენი და ავტობუსები 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე იმოძრავებენ.
"ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრადიციულად გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მეტროპოლიტენი პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ავტობუსები 31 დეკემბრის 23:00 საათის ნაცვლად, პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმოძრავებენ.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 31 დეკემბრის 22:00-დან პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, თბილისის მეტროს მუშაობა 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე. მგზავრთა მომსახურება ამ შემთხვევაშიც უფასო იქნება", - წერია განცხადებაში.
