logo
ENG



15 წლის ბიჭის წამების საქმეზე სასამართლომ ე.წ ფაშისტური იდეოლოგიის წევრებს პატიმრობა მიუსაჯა

30 დეკ 202523:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/30/vz7w2ft6k2swe78.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა ადამიანს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობილია, რომ დაკავებულებს შორის 6 არასრულწლოვანია.

"სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს - 6 წლითა და 8 თვით, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებით, ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა 2025 წლის ზაფხულში 15 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადეს. განცხადების მიხედვით, მათ არასრულწლოვანს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებები ვიდეოდ გადაიღეს.


close დახურვა