სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
გათავისუფლებამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
მან შიმშილობა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დაიწყო.
აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
