2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებითაც ოქროს ზოდებზე დამატებითი გადასახადი - დღგ მოიხსნა. დღგ საქართველოში 18%-ია.
ქართული ოცნების პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილა და 12 ნოემბერს მიიღო.
ცვლილებების ავტორი იყო ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - ქართული ოცნების მთავრობა.
კანონში დაემატა "საინვესტიციო ოქროს" ცნება, რომელიც განიმარტება ასე: "ზოდი ან ფირფიტა არანაკლებ 995/1000-ის სინჯით. აგრეთვე ოქროს მონეტა, რომელიც დამზადებულია არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსაგან, გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოიყენება/გამოიყენებოდა ფულად-საგადახდო საშუალებად გამოშვების ქვეყანაში".
ამავე კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა, რა არის საინვესტიციო ოქრო: "არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა".
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია:
"საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის გათავისუფლებას დღგ-ისგან, რაც აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ამ სეგმენტში და ქმნის ბარიერს საქართველოში საინვესტიციო ოქროს ბაზრის ჩამოყალიბებისთვის.
საინვესტიციო ოქროს დღგ-ით დაბეგვრის არსებული რეჟიმი ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს".
