logo
ENG



ზოჰრან მამდანიმ ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა ნიუ-იორკის მერი

02 იან 202620:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/02/v44emfkd3f0g2g9.png

დემოკრატმა ზოჰრან მამდანიმ ნიუ-იორკის მერის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და განაცხადა, რომ ქალაქს დემოკრატიული სოციალისტური პრინციპებით უხელმძღვანელებს. ფიცის დადების საჯარო ცერემონია ნიუ-იორკის მერიის შენობის წინ გაიმართა.

მამდანიმ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყნის უდიდესი ქალაქის უფრო ხელმისაწვდომად ქცევაა სამუშაო კლასისთვის და ამისთვის აგრესიული სოციალური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას გეგმავს.

ზოჰრან მამდანი დემოკრატიული პარტიის მემარცხენე, დემოკრატიული სოციალისტური ფრთის წარმომადგენელია. მან გასული წლის ნოემბერში არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

 


close დახურვა