თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
შსს-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
