logo
ENG



ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს

04 იან 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/04/sbet70nvftvjx7v.jpg

ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს. 

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მას DEA-ს აგენტები მიაცილებენ.

"საღამო მშვიდობის, გილოცავთ ახალ წელს", - ამბობს ვიდეოს ბოლოს ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი.

ნიკოლას მადურო აშშ-ის სამხედროებმა 3 იანვარს ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია ცოლიც. 

ნიკოლას მადუროსა და მის ცოლს, სილია ფლორესს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარედგინათ.

ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკო-ტერორისტული შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულება, ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება.


close დახურვა