საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი, №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი, №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.
საქართველოს რკინიგზა ასევე აცხადებს, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
